საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – საქართველოს ჩემპიონის ღირსებას 24 წლის შემტევი ნახევარმცველი, ელდარ კულიევი დაიცავს, რომელიც გუნდს აზერბაიჯანული „ზირადან“ შეუერთდა.
ელდარ კულიევი აზერბაიჯანული წარმოშობის ფეხბურთელია, რომელიც კიევში დაიბადა და უკრაინის რამდენიმე საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა „მარიუპოლში“ ჩაატარა, 2021–2023 წლებში „მინაიში“ გამოდიოდა, ხოლო 2023 წლის თებერვალში „ზირაში“ ჩაირიცხა.
2024 წლის მარტში უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუსლან როტანმა ოლიმპიური თამაშების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა საბოლოოდ ოლიმპიადაზე არ უთამაშია.