საქართველოს ჩემპიონმა ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი დაიმატა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „იბერიამ“ თავდამსხმელი ამირან ძაგანია დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

23 წლის თავდამსხმელი ბოლო 4 წლის განმავლობაში „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას იცავდა. ძაგანიამ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ბომბარდირებში კი მესამე ადგილი დაიკავა და ლევან პაპავას (27 გოლი) და დათა სიჭინავას (21) ჩამორჩა.

„იბერიას“ ტანმაღალი (188 სმ) ახალწვეულის ტრანსფერს გერმანული სამენეჯერო სააგენტო transfermarkt-ი 125 ათას ევროდ აფასებს.