საქართველოს ჩემპიონმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა - „იბერიამ“ გიორგი ქობულაძე დაიმატა #1TVSPORT
სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრე თბილისის „იბერიამ“ მცველი გიორგი ქობულაძე დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ქობულაძე ბოლოს ყაზახურ ყიზილორდას „ქაისარში“ თამაშობდა. მან კარიერა „სასკოში“ დაიწყო, ასევე უთამაშია „ინჰულეცში“, „გაგრასა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონს „იბერია“ „თელავთან“ მატჩით გახსნის – შეხვედრა 28 თებერვალს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 27 თებერვალს, 16:00 საათზე, ამავე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე პრესკონფერენციას გამართავს.