საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ თურქული შეკრება მარცხით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ თურქული შეკრება მარცხით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლი მატჩი ყაზახურ „ორდაბასისთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.

ანტალიაში გამართული შეხვედრის შედეგი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – ქართულ კლუბს 49-ე წუთზე სულთანბეკ ასტანოვმა გაუტანა. ყაზახური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა თავდამსხმელმა ლუკა იმნაძემ, რომელიც კარიერას სწორედ „იბერიაში“ იწყებდა.

ეს „იბერიისთვის“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო. შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძის გუნდმა მანამდე ყაზახეთის პრემიერლიგის გამარჯვებული ალმათის „ქაირათი“ 1:0 დაამარცხა.

„იბერია“ საქართველოში დაბრუნდება და ეროვნულ ლიგაში სეზონს საშინაო შეხვედრით დაიწყებს – პირველ ტურში თბილისელები „თელავს“ 28 თებერვალს 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.