საქართველოს ჩემპიონი „ტორპედო“ ზამთრის თასს გამოეთიშა
საქართველოს ჩემპიონი „ტორპედო“ ზამთრის თასს გამოეთიშა

თბილისის ახალი სპორტის სასახლეში ზამთრის თასის გათამაშება გრძელდება. დღეს თამაშები „ა“ ჯგუფში გაიმართა.

„ა“ ჯგუუფი
10:00 რუსთავი-გაგრა 4:3
10:45 ტორპედო-თელავი 5:8
11:30 რუსთავი-თელავი 3:2
12:15 ტორპედო-გაგრა 6:5
13:00 გაგრა-თელავი 1:1
13:45 ტორპედო-რუსთავი 1:6

მოულოდნელობა იყო ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულის, „გაგრასა“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, ქუთაისის „ტორპედოს” გამოვარდნა. პირველ ადგილზე კი 9 ქულით „რუსთავი“ გავიდა – ვარლამ კილასონიას გუნდი მიმდინარე ტურნირზე პირველია, რომელმაც სამივე შეხვედრის მოგება მოახერხა.

“რუსთავთან” ერთად მეოთხედფიონალში თამაშის უფლება ეროვნული ლიგა 2-ის „თელავმა“ მოიპოვა.