საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება
საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება

ეროვნულ ლიგაში ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა და მისი შედეგებიდან გასაგები გახდა, რომ საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი ბოლო, მე-18 ტურში გაირკვევა.

მე-15 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ბათუმელებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: მე-11 წუთზე ანგარიში ცენტრალურმა მცველმა, გოდფრი ობოაბონამ გახსნა, 31-ე წუთზე მათე ცინცაძემ პენალტი გამოიყენა, ხოლო საბოლოო ანგარიში გურამ ადამაძემ 45+1-ე წუთზე დააფიქსირა და ბათუმელებმა 1:2 მოიგეს.

„დინამო არენაზე“ „დინამო თბილისმა“ „სამტრედია“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ პენალტით გაიტანა და გუნდი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯზე მიაახლოვა.

17 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 37 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამომ“ 34 ქულა და ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა.

ტური 18

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი

საბურთალო – სამტრედია

12:30. მიხეილ მესხი – თბილისი

თელავი – ტორპედო

12:30. კავკასიონი არენა – თელავი

დინამო თბ – მერანი თბ

14:00. დინამო არენა – თბილისი

დინამო ბთ – ჩიხურა

14:00. ბათუმი არენა – ბათუმი

ლოკომოტივი – დილა

18:30. მიხეილ მესხი 2 – თბილისი