საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი არენაზე“ გულშემატკივრებს იწვევს - „დინამო“ ჯანო ანანიძეს წარადგენს #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი არენაზე“ გულშემატკივრებს იწვევს - „დინამო“ ჯანო ანანიძეს წარადგენს #1TVSPORT

ახალი საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს გაიხსნება – საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ საქართველოს სუპერთასისთვის ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება.

მანამდე ბათუმის „დინამო“ „ბათუმი არენაზე“ გულშემატკივრებს იწვევს, სადაც ახალი ფეხბურთელების წარდგენას გეგმავს. პრეზენტაცია სუპერთასის მატჩამდე ორი დღით ადრე, 18 თებერვალს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ანონსიდან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ახალწვეული ჯანო ანანიძე იქნება. 29 წლის გამოცდილი ფეხბურთელი გუნდს თურქულ შეკრებაზე ახლდა, მაგრამ კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა. კლუბმა თავიდანვე განმარტა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ თავად მოითხოვა, რომ გუნდს შეკრებაზე გაყვებოდა და სასურველ ფორმაში შესვლას თუ მოახერხებდა, კონტრაქტს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გააფორმებდა.

ცნობილია. რომ ჯანო ანანიძე თამაშს ტრავმების გამო ვერ ახერხებდა. ამის გამო მოუხდა ფამაგუსტას „ანორთოსისის“, ვოლგოგრადის „როტორისა“ და „დინამო თბილისის“ დატოვება. მაგრამ საპრეზენტაციო ბანერზე მისი გამოჩენა ნიშნავს, რომ ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხება. მანშეკრებაზე „ნიჟნი ნოვგოროდთან“ და ყაზანის „რუბინთან“ ითამაშა და საბედნიეროდ, ჯანმრთელადაა და ფორმაში შედის.

29 წლის ჯანო ანანიძემ კარიერა 2009 წელს მოსკოვის „სპარტაკში“ დაიწყო, სადაც 2019 წლამდე ირიცხებოდა. ასევე უთამაშია „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანორთოსისში“, „როტორში“, „დინამო თბილისში“. 2009 წლიდან იყო საქართველოს ნაკრებიწ მოთამაშე, რომლის ფორმითაც 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა.