საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 17-წლამდელთა შორის თბილისის „იბერია“ გახდა #1TVSPORT

17:33, 24.12.2024

საქართველოს 17-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის ჩემპიონი „იბერია 1999“-ის ასაკობრივი გუნდი გახდა.

მიხეილ მესხის სახელობის გათამაშების გამარჯვებული გუნდი (მწვრთნელი ალექსანდრე გოგობერიშვილი) ოქროს მედლებითა და საჩემპიონო ფარით დააჯილდოვეს – ჩემპიონებს კუთვნილი ჯილდო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა.

„იბერია 1999“-ის 17-წლამდელთა გუნდმა გათამაშება 63 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე და მესამე ადგილებზე კი „დინამო თბილისი“ და „დინამო თბილისი 2“ გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ „იბერიას“ მთავარი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მისმა სარეზერვო შემადგენლობამ, „იბერია 2“-მა მესამე ლიგაში გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა.

მსგავსი