საქართველოს ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში - მეორე ეტაპის შედეგები #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში - მეორე ეტაპის შედეგები #1TVSPORT

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 7 აპრილს შეჯიბრებების მეორე ეტაპი ჩატარდა.

შეჯიბრებას „დონინგტონ პარკის“ (Donington Park) ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა. საერთო ჯამში 25-მდე გამოცდილმა სიმ რეისერმა ერთი საკვალიფიკაციო და ორი სარბოლო გარბენი შეასრულა. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 16 წრეს ასრულებდნენ.

საბოლოოდ ქულების წინასწარი შეჯამებით მეორე ეტაპის ლიდერობას ნიკა კობოსნიძე და არჩილ ციმაკურიძე ინარჩუნებენ.

პირველ რბოლაში პოდიუმზე ავიდნენ:
1 ადგილი – არჩილ ციმაკურიძე
2 ადგილი- გიორგი დათუაშვილი
3 ადგილი -დათუნა არჯევანიძე

მეორე (რევერსულ) რბოლაში პოდიუმზე ავიდნენ:

1 ადგილი – სანდრო თავართქილაძე
2 ადგილი – მიხეილ ცისკარიძე
3 ადგილი – ნიკა კობოსნიძე

ორი თვის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ ორი ეტაპი ჩატარდება.

ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან ტარდება.

წყარო – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია