საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 26 დეკემბერს დასრულდება
საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 26 დეკემბერს დასრულდება

დიღომში მდებარე ფრენბურთის დარბაზ „ახალ თბილისში“ მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი ხუთი ფინალი 26 დეკემბერს გაიმართება.

ოჯახური ფინალი შედგება 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ოქროს მედლისთვის ძმები – ბექა და ლაშა ლომთაძეები იჭიდავებენ.

70 კილოგრამში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ზურაბ იაკობაშვილი ლევან ქელეხსაშვილს შეხვდება. 79-ში იაკობ მაქარაშვილი ჯაბა ყველაშვილს დაუპირისპირდება. ნოდარ ეგაძე და ირაკლი მწითური გაარკვევენ ჩემპიონის ვინაობას 92 კილოგრამში.

ტურნირი მძიმეწონოსანთა ფინალით დასრულდება, სადაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გიორგი მეშვილდიშვილი და ომარ ბოსოშვილი იბრძოლებენ.

ფინალური ორთაბრძოლები 26 დეკემბერს 14:00-იდან დაიწყება, მანამდე კი დილის 11:00 საათიდან რეპეშაჟები გაიმართება.

უკვე დასრულებული ხუთი წონითი კატეგორიის შედეგები ასე გამოიყურება:

57 კგ
1. ოთარ გოგავა (ხონი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
3. რამაზ დარჩიძე (აჭარა)

65 კგ
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
2. მაგომედ საიდოვი (ყვარელი)
3. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
3. გიორგი რევაზიშვილი

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
3. ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი)
3. ალექსანდრე ჯაჭვაძე (გამარჯვება)

86 კგ
1. სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)
2. დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
3. ფირუზაშვილი (თბილისი)

96 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3. მამუკა კორძაია (აჭარა)