საქართველოს ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის - ექვსი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს მერი არაბიძე ლიდერობს
საქართველოს ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის - ექვსი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს მერი არაბიძე ლიდერობს

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის. დღეს მეექვსე ტურის პარტიები გაიმართა.

სალომე მელია-ალექსანდრა ვახანია 1:0
მერი არაბიძე-თამარ ესაძე 1:0
მირანდა მიქაძე-ქეთი წაწალაშვილი 1/2:1/2.
სოფიო ხუხაშვილი-ინგა ხურცილავა 1:0
თამარ წერეთელი – ნინო ხომერიკი 1/2 : 1/2
სოფიო გვეტაძე-მაკა ფურცელაძე 1/2 :1/2

ექვსი ტურის შემდეგ, ოთხი ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად მერი არაბიძე ლიდერობს, 3-3 ქულა მირანდა მიქაძეს, ნინო ხომერიკს, სოფიო გვეტაძესა და სალომე მელიას აქვთ.

ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის პარტიები სამშაბათს გაიმართება, რადგან ხვალ დასვენების დღეა.

ხვალ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში პირველი ტურის გადადებული პარტია ჩატარდება, სადაც ინგა ხურცილავა ქეთი წაწალაშვილს შეხვდება.