საქართველოს ჩემპიონატი მეორე არხზე
საქართველოს ჩემპიონატი მეორე არხზე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართება. ტური დღეს, თბილისში დაგემილი მატჩით იხსნება: თბილისის დინამო გორის დილას შეხვდება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 63- ჯერ შეხვედრიან. დინამომ 44 შემთხვევაში გაიმარჯვა, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 6 გორელებმა მოიგეს. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა – 9:0. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში, რომელიც თბილისელებმა 7:2 მოიგეს. დილამ პირველად თბილისურ გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). ბოლოს ეს გუნდები თბილისში 2018 წლის 8 დეკემბერს შეხვდნენ და მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:1 მორჩა.

დინამო-დილას მატჩის მთავარი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი გახლავთ. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დილას ფეხბურთელი ალვინ ფორტესი გამოტოვებს.

მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის ლოკომოტივი ბოლნისის სიონს 21:00 საათზე უმასპინძლებს. ეს ლოკომოტივში  მთავარი მწვრთნელის რანგში ლევან კორღალიძის სადებიუტო შეხვედრა იქნება.

ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა შაბათს, 13 აპრილს შედგება:

ტორპედო – ვიტ ჯორჯია

16:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია

რუსთავი – დინამო ბთ

19:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

საბურთალო – ჩიხურა

21:00. მიხეილ მესხი – თბილისი

საქართველოს მეორე არხი მე-8 ტურში დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოთავაზებთ: თბილისის დინამოსა და გორის დილას დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.