საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში ოთხ აპრილს დაიწყება | ავტოსპორტი [ფოტო] #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში ოთხ აპრილს დაიწყება | ავტოსპორტი [ფოტო] #1TVSPORT

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოთხ აპრილს, რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე, ორ სხვადასხვა კლასში – Rotax Micro Max და Rotax mini Max ჩატარდება.

ჩემპიონატს ჰყავს ახალწვეულები რეგიონიდან (ბათუმი). საერთო ჯამში შეჯიბრებაში მონაწილეობას 14 ლიცენზირებული პილოტი მიიღებს, მათ შორის კი ორი გოგონა იქნება.

მონაწილეების ასაკი ექვსიდან – 13 წლის ჩათვლით არის და ჩემპიონატის ფარგლებში ისინი შვიდი ეტაპის განმავლობაში შეეცდებიან პირველობისთვის ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჩემპიონატზე უკიდურესად დაძაბული და სანახაობრივი სამი ეტაპი ჩატარდა, გამარჯვებულის ვინაობა კი ბოლო შეჯიბრმა გადაწყვიტა.

ჩემპიონატი საქართველოს კარტინგის კლუბის (Karting Club Georgia) და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. პირველ ეტაპზე ასევე გათამაშდება საქართველოში კარტინგის ერთ-ერთი დამფუძნებელის თემურ ხიდეშელის სახელობის გარდამავალი თასიც.