საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნა

20 ივლისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკის საერთაშორისო დღე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვერის ბაღში საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. ამ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის გახსნა, ერთდროული თამაშის სეანსი საქველმოქმედო მარათონის „ითამაშე ჭადრაკი და დაეხმარე სამშობლოს“ მონაწილეებთან და ჭადრაკის ფედერაციის ონლაინტურნირების გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება.

გაიმართა ასევე ახალი წიგნის, „წარმატება წლიდან წლამდე“, წარდგენა, რომელიც ქართველი მოჭადრაკეების წარმატებათა სერიის ამსახველია.

გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში საჭადრაკო ლიტერატურითა და ატრიბუტიკით დააჯილდოვეს.