საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში თბილისის პეგასმა მოიგო
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში თბილისის პეგასმა მოიგო

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში თბილისის პეგასმა მოიგო, რომელმაც ფინალში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სამტრედია 40-25 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აჭარამ 36-32 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს.

2018-19 წლების ჩემპიონატი 17-წლამდელებს შორის ცხრა თვის განმავლობაში, სექტემბრიდან მაისამდე მიმდინარეობდა. ჩემპიონატიდან გამომდინარე, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ეროვნული გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც 1-5 ივლისს გიოტებორგში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.