საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ოჩიგავამ ატაცში ჯერ – 137, შემდეგ კი 143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172, 176 და 179 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ლევან ოჩიგავამ ჩემპიონობა ორჭიდის ჯამშიც იზეიმა – მისი შედეგი 322 კგ-ია.