საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ოთხი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისათვის იბრძოლებს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადაერთო და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს.

კობლიაშვილმა ნახევარფინალში ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი აშკარა უპირატესობით, 8-0 დაამარცხა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლებისათვის ნუგზარ წურუწუმია (55 კგ) რუს ვასილი ტოპოევს, ხოლო იაკობ ქაჯაია (130 კგ) ესტონელ ვიტინინს და ბულგარელ მეტოდიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) დამაშვიდებელ წრეში მოლდაველ ბესლეაგას დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი 1-ელ მაისს 19:00 საათიდან დაიწყება.