საქართველოს ახალგზრდული ნაკრები ლატვიას შეხვდება - ბულგარეთთან მატჩი გაუქმებულია #1TVSPORT
საქართველოს ახალგზრდული ნაკრები ლატვიას შეხვდება - ბულგარეთთან მატჩი გაუქმებულია #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრას თურქეთის ქალაქი ბელეკი 26 მარტს უმასპინძლებს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე ბულგარეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მეორე ამხანაგური მატჩი ტექნიკური მიზეზების გამო გაუქმებულია.

ლატვიასთან გუნდს გორის „დილას“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარება. მოახლოებული მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული ასაკობრივი გუნდების ყოფილი წევრები, „სამტრედიის“ მოთამაშე გიორგი გვიშიანი და „საბურთალოს“ ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), თორნიკე მეგრელიშვილი („საბურთალო“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“);

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე (სამივე – „დინამო თბილისი“), თორნიკე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (სამივე – „საბურთალო“), მათე აბულაძე, გიორგი გვიშიანი (ორივე – „სამტრედია“);

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე – „დინამო თბილისი“), შოთა ნონიკაშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „საბურთალო“), ბექა დარცმელია („ნიუკასლ ჯეტსი“, ავსტრალია), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა („რეალ იუნიონი“, ესპანეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), გიორგი კვერნაძე („დინამო“ ბათუმი), ოთარ ფარულავა („დილა“ გორი), ნიკა ხორხელი („სამგურალი“).