საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო - სიგუა გუნდს 2 სექტემბერს შეუერთდება #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო - სიგუა გუნდს 2 სექტემბერს შეუერთდება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 9 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ქუთაისში გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21-წლამდელათა ნაკრებები იქნებიან.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა წყალტუბოში პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა. გუნდს „ლოზანას“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა 2 სექტემბერს შეუერთდება.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“, ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვეილე“, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო“, ბათუმი), გიორგი ხარებავა („კოლხეთი“, ფოთი ), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).