საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვსი მზადება დაიწყო.
გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. ახალგაზრდულ ნაკრებს ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი ლუკა ლაცაბიძეც შეუერთდა.
ახალგაზრდული ნაკრების მატჩებსი გრაფიკი:
26 სექტემბერი, თბილისი, „მიხეილ მესხი“
19:00 | საქართველო – საბერძნეთი
1 ოქტომბერი, შოუგრაუნდსი, „ბალიმენა“
20:00 | ჩრ. ირლანდია – საქართველო
6 ოქტომბერი, ბილეფელდი, „შიუკო არენა“
22:45 | გერმანია – საქართველო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ-ჟილი“, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა“, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913“), დავით ბუკია („ტორპედო“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი („კაპფენბერგი“, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („რუსთავი“).
ნახევარმცველები: ლუკა წულუკიძე , გურამ ჯაფარიძე (ორივე – „დინამო“, ბათუმი) დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999“), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („გაგრა“), გიორგი რობაქიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ალეკო ბასილაძე („სლოვან ლიბერეცი“, ჩეხეთი).
თავდასხმელები: გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი), დიეგო დეისაძე („ტორპედო“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი“), ვახტანგ სალია („ნიუკასლ იუნაიტედი“).