პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატის მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჟილინას სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
2023 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდმა 2025 წლის ტურნირზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ, შესარჩევ ეტაპზე წარმატებული თამაშით მოიპოვა.
მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშში მონაწილეობა განაცხადში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო.
საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ზე პირველ შეხვედრას 11 ივნისს ჟილინას სტადიონზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო ბათუმი“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).
მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია ჟიტომირი“, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი დონეცკი“, უკრაინა).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო“, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა“, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი“), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913“), ლაშა ოდიშარია („რფს რიგა“, ლატვია).
ევრო 2025 | მატჩების განრიგი:
11 ივნისი | პოლონეთი – საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი – საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | ტრენჩინი