საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონში შვედეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონში შვედეთთან დამარცხდა #1TVSPORT

B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა და შვედეთთან 78-91 წააგო.

მატჩი შვედების სერიოზული უპირატესობით დაიწყო. პირველ მეოთხედში სკანდინავიელები 28 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქართველმა მოთამაშეებმა შეხვედრაში დაბრუნება მოახერხეს და მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მხოლოდ 3 ქულით აგებდნენ. საბოლოოდ, თამაშის უკანასკნელი მონაკვეთი შვედებმა უკეთ ჩაატარეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანები გიორგი ნაცვლიშვილი და გიორგი სულაბერიძე იყვნენ, მათ 19-19 ქულა დააგროვეს. 14 ქულა ჰქონდა ბაქარ ბერეკაშვილს.

B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ უკრაინასთან 55:82 წააგო, შემდეგ კი კოსოვოს ნაკრებს 80:70 მოუგო. ბოლო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ხვალ, 12 ივლისს აზერბაიჯანთან გამართავენ.