საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა #1TVSPORT
12 და 17 ოქტომბერს ბათუმის არენაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
21-წლამდელებმა დღეს ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ხვალ, 17:00 საათზე ახალგაზრდული ნაკრები ბათუმის არენაზე ნიდერლანდებთან მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო მანამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
U21 საქართველო V ნიდერლანდები. 11 ოქტომბრის განრიგი:
14:00 ნიდერლანდების ნაკრების ვარჯიში. ბათუმი არენა
16:30. რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია. ბათუმი არენა
17:00. საქართველოს ნაკრების ვარჯიში. ბათუმი არენა
ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21. შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა ლაცაბიძე (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – საბურთალო), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).