საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთს დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთს დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში შვედეთის გუნდს დაუპირიოსპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.

ნიდერლანდებთან წაგების (0:3) შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდს მოგება და გულშემატკივების გახარება სურდა შვედეთთან, რომელსაც ჩვენი გუნდის მსგავსად ამ მატჩამდე 6 ქულა ჰქონდა.

თუმცა, „ბათუმი არანაზე“ კონკურენტების დაპირისპირებაში მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, მოედანი უგოლოდ დატოვეს.

საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ოთხი ტურის შემდეგ შვიდ-შვიდი ქულა დააგროვეს და შესარჩევ ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.