საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსს დაუზავდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსს დაუზავდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში 1:1 დაასრულა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი გიორგი არაბიძემ პენალტით გაიტანა, რომელიც ბექა ქავთარაძემ მოიპოვა.

შეხვედრაში, რომელიც კვიპროსში გაიმართა, მასპინძლებმა ასევე პენალტით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება – მეორე ტაიმში კვიპროსელებმაც ეს პენალტით მოახერხეს.

გია ცეცაძემ კვიპროსთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა – სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კერელეიშვილი, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, არაბიძე, ქავთარაძე, ლეჟავა.

შეცვლაზე – ძებნიაური, არველაძე, სპანდერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი უკრაინასთან ჩაატარა და 3:3 დაასრულა. ამით გუნდის ხანმოკლე შეკრება დასრულდა.