საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება - რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას გამართავს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს – შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან.
8 სექტემბერს ახალგაზრდული ნაკრები წყალტუბოს ტექნიკური ცენტრის მოედანზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და „ლოზანას“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ჟურნალისტებს შეხვდებიან.
8 სექტემბრის განრიგი:
16:15 | „წყალტუბო პლაზა“ – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
18:00 | 21-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში წყალტუბოს ტექნიკურ ცენტრში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“, ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი“), გიორგი ხარებავა („კოლხეთი“, ფოთი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“, ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).