საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთთან და ლატვიასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთთან და ლატვიასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მარტში ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 26 მარტს ლატვიას შეხვდება, ორივე შეხვედრას თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს.

რეპორტაჟებთან და მატჩების გარშემო სხვა ტიპის დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს – ამის გამო ჩვენი ნაკრები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდა და ტურნირამდე ამხანაგურ საერთაშორისო მატჩებს მართავს.