საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოსამზადებელ შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 22 მარტს რამაზ სვანაძის გუნდი ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 25 მარტს სერბეთის 21-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
22 მარტი, ანტალია
18:00 | ფინეთი – საქართველო
25 მარტი, ანტალია
17:00 | სერბეთი – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“);
მცველები: საბა ხვადაგიანი, ირაკლი იაკობიძე, თორნიკე მორჩილაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ყველა – „დინამო თბილისი“), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“ გორი), გიორგი მაისურაძე („პოლისია“ ჟიტომირი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო“, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა“, ისრაელი).
თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913“), ჯადული იობაშვილი („თელავი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).
თურქულ შეკრებაზე გასამართი ამხანაგური მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ფოტო: Nakrebi.ge