საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას თურქეთში გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას თურქეთში გამართავს

გია ცეცაძემ პირველი შეკრება და ამხანაგური მატჩი დაგეგმა. საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დეკემბერში დანიშნულმა სპეციალისტმა ფეხბურთლები უკვე მიიწვია, ხოლო შეკრება თურქეთში 19-24 იანვარს დაგეგმა.

ამ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 იანვარს ცეცაძის გაწვრთნილები ქალაქ ლარაში აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს დაუპირისპირდებიან.

გია ცეცაძემ გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია, საიდანაც თურქეთში წასაყვან ფეხბურთელებს შეარჩევს. აღსანიშნავია, რომ თარიღი ფიფა-ს მიერ შერჩეულ დღეებში არ შედის.

მეკარეები: ლევან შოვნაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთო გოშაძე;

მცველები: რომან ჩაჩუა, ანრი ჭიჭინაძე, დავით კობოური, აკაკი შულაია, გურამ გიორბელიძე, ირაკლი კომახიძე, ლუკა გადრანი, გიორგი ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, ანდრო გიორგაძე;

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, პაატა ღუდუშაური, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე, ირაკლი რუხაძე;

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე, ბექა ქავთარაძე.

საინტერესოა, რომ ცეცაძემ რამდენიმე ისეთი მოთამაშე მიიწვია, რომლებსაც არ იწვევნენ, ან იშვიათად უწევდათ შეკრებაზე ვარჯიში – ლუკა გადრანი, გიორგი ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, პაატა ღუდუშაური, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე და ირაკლი რუხაძე.