საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში ივარჯიშა - ტრავმირებული გორდეზიანი გვასალიამ შეცვალა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო მატჩს 16 ნოემბერს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
სამწუხაროდ, ნაკრებში გამოძახებული პაოკ-ის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი გუნდს ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად ახალგაზრდული ნაკრების შეკრებას „კოლხეთი 1913“-ის შემტევი დემეტრე გვასალია შეუერთდა.
U21 შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – საბურთალო), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდებისა და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ოთხი შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7-7 ქულით მეორე/მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.