საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT

21:06, 26.09.2026

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბერძნეთთან გამართა და 0:3 დამარცხდა.

ბერძენთა მხრიდან შეხვედრაში გოლები ალენმა (მე-6 წუთი), ბაკულასმა (მე-13 წუთი) და პნევმონიდისმა (65-ე წუთი) გაიტანეს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 8 თამაშის შემდეგ 9 ქულა აქვს და შესარჩევ ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელები გერმანიას (21 ქულა), საბერძნეთსა (21 ქულა) და ჩრდილოეთ ირლანდიას (11 ქულა) ჩამორჩებიან, ხოლო ლატვიასა (5 ქულა) და მალტას (1 ქულა) უსწრებენ.

მომდევნო მატჩს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები პირველ ოქტომბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავენ. 21-წლამდელთა ნაკრებს გიორგი ადამია უძღვება, რომელმაც თანამდებობაზე რამაზ სვანაძე შეცვალა, იგი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

მსგავსი