საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბელფასტშია, სადაც პირველ ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში, 6 ოქტომბერს, გერმანიას დაუპირისპირდება.
გიორგი ადამიას გუნდმა დღეს ბელფასტში, ოლსტერის უნივერსიტეტის მოედანზე პირველი ვარჯიში გამართა. 21-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს.
მატჩების განრიგი:
1 ოქტომბერი, 20:00 | ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო (ბალიმენა, სტადიონი „შოუგრაუნდსი“)
6 ოქტომბერი, 22:45 | გერმანია – საქართველო (ბილეფელდი, „შიუკო არენა“)
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ-ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი), ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი).