საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მარტის მატჩებისთვის მზადება დანაკლისით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მარტის მატჩებისთვის მზადება დანაკლისით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები წყალტუბოში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

გუნდმა პირველი ვარჯიში დანაკლისით გამართა – ტრავმის გამო ნაკრებს „მეშახტეს“ თავდამსხმელი დიმიტრი ღურწკაია გამოაკლდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ შეკრებაზე დამატებით ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველები ლუკა წულუკიძე და ცოტნე ბერელიძე მიიწვია.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ჩაატარებს. შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

27 მარტი, 19:00 საათი
საქართველო – ლატვია

31 მარტი, 19:00 საათი
საქართველო – მალტა