საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონში შვეიცარია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა და 96:81 გაიმარჯვა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის რიგებში შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით თენგო გოგიშვილი გახლდათ, 22 ქულა ჰქონდა ალექსანდრე დაუშვილს, ხოლო 20 – ავთანდილ ბახტაძეს.
ერევანში მიმდინარე ტურნირის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია. პირველ ტურში ტუღუშის გუნდი ავსტრიასთან დამარცხდა.
13 ივლისს ქართველი კალათბურთელები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდებიან. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი გადის.