საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო ტურში აზერბაიჯანს 81:66 სძლიეს.

პირველივე წუთებიდან შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა. აზერბაიჯანელები ქართველებს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ, თუმცა კოტე ტუღუშის გუნდი მეტოქეს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

ქართველთაგან მოედანზე საუკეთესო 20 ქულით გიორგი ნაცვლიშვილი იყო. გიორგი სულაბერიძემ 17 ქულა დააგროვა, ხოლო ელგუჯა ხვედელიძემ – 13. სათადარიგოთა სკამიდან გუნდს 11 ქულით დაეხმარა გიორგი მესხი.

საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი ორი გამარჯვებითა და ორი მარცხით დაასრულა. გუნდი ტურნირზე ბრძოლას მე-9/მე-16 ადგილისთვის გააგრძელებს. ჯგუფში პირველ ადგილზე შვედეთი გავიდა, ხოლო მეორე პოზიცია უკრაინამ დაიკავა.

7 ივლისი – საქართველო VS უკრაინა 55:82

8 ივლისი – კოსოვო VS საქართველო 70:80

11 ივლისი – საქართველო VS შვედეთი 78:91

12 ივლისი – აზერბაიჯანი VS საქართველო 66:81