საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ნიდერლანდებთან 64:81 დამარცხდა და შეჯიბრებაზე, მაქსიმუმ, მე-17 ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს.
ნიდერლანდების წინააღმდეგ ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 11 ქულით გეგა წულაია გახლდათ, 10 ქულა კი თავის გუნდს ნიკოლოზ აბულაძემ შესძინა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ოთხში დამარცხდა.