საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობა მე-16 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობა მე-16 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა დაასრულა საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა. ტურნირზე მე-15 ადგილისთვის მატჩი ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის ნაკრებმა ავსტრიასთან დათმო – 55:61.

ქართველებმა მატჩის პირველი მეოთხედი 19:7 მოიგეს, თუმცა ავსტრიამ მეთოდურად შეძლო დიდი უპირატესობის აღმოფხვრა და მეორე ტაიმის წინ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა საქართველოს ნაკრებს. მეორე ნახევარში მოედანზე მოვლენები დრამატულად წარიმართა და ავსტრიელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების მხრიდან მოედანზე საუკეთესო იყო თამარ პაპუაშვილი, მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა. 9-9 ქულა ჰქონდათ კესო ბარბაქაძესა და სალომე სვანს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში მონაწილე 17 გუნდს შორის მე-16 ადგილი დაიკავა.