საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მზადება დაიწყო - გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს კვიპროსთან მატჩით გახსნის #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მზადება დაიწყო - გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს კვიპროსთან მატჩით გახსნის #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ 10 ნოემბერს გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასზე“ შეკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველი 19-წლამდელები თამაშებს 15, 18 და 21 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩაატარებენ. 15 ნოემბერს საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება, 18-ში – მოლდოვას, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 21 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი ბედიაშვილი („გაგრა“), რეზი კურტანიძე („საბურთალო“).

მცველები: თენგიზ გობეშია, გელა სადღობელაშვილი, ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამივე – „დინამო თბილისი“), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი გოგსაძე (ორივე – „საბურთალო“), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო“ ქუთაისი), აკაკი გიუნაშვილი („ფროსინონე“, იტალია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („სიონი“ ბოლნისი), დავით ფაღავა („დინამო“ ბათუმი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, გიორგი ცეცხლაძე, ავთანდილ მაშავა (სამივე – „დინამო თბილისი“), საბა გეგუჩაძე („საბურთალო“), დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ ნინიძე („ლოკომოტივი“ თბილისი).

თავდამსხმელები: ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი), სანდრო ავალიანი („საბურთალო“), საბა სამუშია („ანორთოსის“, კვიპროსი), ლუკა შეროზია („დინამო თბილისი“).

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებზე დასწრება თავისუფალია. თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

თამაშების განრიგი:

15 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“

15:00| საქართველო – კვიპროსი

18 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“

15:00 | საქართველო – მოლდოვა

21 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“

15:00 | საქართველო – ესპანეთი

საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმარი გუნდების მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

15 ნოემბერი, „მიხეილ მესხი“

17:00 ესპანეთი – მოლდოვა

18 ნოემბერი, „მიხეილ მესხი“

17:00 | ესპანეთი – კვიპროსი

21 ნოემბერი, „მიხეილ მესხი“

15:00 მოლდოვა – კვიპროსი