საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან მეორე ტესტმატჩიც წააგო #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან მეორე ტესტმატჩიც წააგო #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროს ასაკობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 2:4 დამარცხდა.

პირველი ნახევარი მასპინძლებმა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარეს და 3:0 მოიგეს. მონტენეგროელებიდან ანგარიში ლუკა შჩეკიჩმა (3) გახსნა. მასპინძლებმა შესვენებამდე დრაგუტინ შარანოვიჩის (19) და ომარ კრაინას (41) გოლებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმში თავი ისვე ომარ კრაინამ (53) გამოიჩინა და დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები გუნდის კაპიტანმა რეზი დანელიამ (55) და დავით გოგილაშვილმა (88) გაიტანეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა კიდევ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

რამდენიმე დღის წინ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ვასილ მაისურაძის გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:2 დათმო.

ქართველი 19-წლამდელები ნოემბერში (12-18 ნოემბერი) 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვებიან, სადაც სერბეთს, გიბრალტარსა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან – მატჩები ხორვატიაში გაიმართება.