საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები მონტენეგროს თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი მონტენეგროს ქალაქ ბერანეს მუნიციპალურ სტადიონზე შეხვდა. მონტენეგროელებმა იაგოშ რაგანოვიჩის დუბლით უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მან ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ბურთი 38-ე წუთზე გაიტანა.
მეორე ტაიმში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სხვაობა შეამცირა – ესპანური „ტორე დელ რეის“ მცველის, დანილ დუპლის მიერ მოწოდებული კუთხურის გათამაშების შემდეგ მასპინძლებს „დინამო თბილისის“ მცველმა, ნიკოლოზ გვაზავამ გაუტანა.
ქართველი ჭაბუკები მონტენეგროს 7 აგვისტოსაც დაუპირისპირდებიან – მატჩს ისევ ბერანეს მუნიციპალური სტადიონი უმასპინძლებს.
მონტენეგრო – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 იაგოშ რაგანოვიჩი (30), 2:0 იაგოშ რაგანოვიჩი (38). 2:1 ნიკოლოზ გვაზავა (81. დანილ დუპლის პასით).
საქართველო (U19): საბა ტარტარაშვილი, დაჩი გოგოლი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, ლუკა კუპრავა, ნიკოლოზ ხუციშვილი, ნიკოლოზ გვაზავა, საბა მურვანიძე, სანდრო რატიანი (66. ნიკოლოზ ცარციძე), რეზი დანელია, დავით გოგილაშვილი (66. დანილ დუპლი), ჰალიდ დოლტმურზიევი (46. გიორგი ფერაძე)
სათადარიგო: დავით ღვარძელაშვილი, გიორგი ლომიძე, მათე-გიორგი ტატიშვილი, ანდრია ქობულიძე, ნიკოლოზ შალიკიანი, გიორგი გონსალვეს-ჩუბინიძე.