საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში მეორე მატჩი წააგო #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში მეორე მატჩი წააგო #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში ერთკვირიანი შეკრება დაასრულა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა აზერბაიჯანელ თანატოლთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი „დალგა არენაზე“ გამართეს და ამჯერადაც დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, რომელიც 3 აგვისტოს შედგა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. ვასილ მაისურაძის გუნდი ამჯერადაც დაწინაურდა – ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გეგი გეგუჩაძემ გახსნა, მაგრამ ერთ წუთში მირმოვსუმ ჯანიევმა წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევარში კი 66-ე წუთზე გატანილი გოლით მასპინძლებს გამარჯვება ბერკაი ვარდარმა მოუტანა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ტურალ გურბანოვმა საქართველოს 19-წლამდელებს მოგების იმედი სამ წუთში გადაუწურა, როდესაც ჩვენი გუნდის კაპიტანი გიზო მამაგეიშვილი მოედნიდან გააძევა და საბოლოოდ, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

აზერბაიჯანი U19 – საქართველო U19

0:1 გეგუჩაძე (39), 1: 1 ჯანიევი (40), 2: 1 ვარდარი (66)

საქართველო U19: ლუკა ხარატიშვილი (46. ლევანი თანდილაშვილი), დავით გოგოტიშვილი, ლუკა სალუქვაძე, მუხრან ბაგრატიონი, ზურაბ რუხაძე, გეგი გეგუჩაძე, ნიკა სიხარულიშვილი (46. ლუკა ჩაგანავა), ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე (46. გიორგი ხაბულიანი), გიზო მამაგეიშვილი (კ), გიორგი გვიშიანი

სათადარიგოები: თორნიკე დუნდუა, ლაშა კალანდაძე, გიორგი უბილავა, გიორგი ამბროსიძე, კეკელიძე ლუკა, ანზორ თევზაძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გაძევება: გიზო მამაგეიშვილი (69)

დატოვე კომენტარი