საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა - სამივე გოლი საბურთალოელებმა გაიტანეს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა - სამივე გოლი საბურთალოელებმა გაიტანეს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ბაქოში ერთკვირიან შეკრებაზეა და აზერბაიჯანელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

დალგა არენაზე“ გამართულ მატჩში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 3:2 სძლია. წარმატებაში „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მეტოქის კარში სამივე გოლი ამ გუნდის წევრებმა გაიტანეს.

პირველი გოლი გიორგი კვერნაძის ანგარიშზეა, მანვე პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად გიზი მამაგეიშვილმა შეასრულა. მესამე გოლი კი, შორეული ეფექტური დარტყმით გეგი გეგუჩაძემ გაიტანა. მასპინძლებიდან თავი ვუსალ ალიევმა და მაჰმუდ აგაევმა გამოიჩინეს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანელ თანატოლებს 6 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, 7-ში კი საქართველოში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადებიან, სადაც ვასილ მაისურაძის გუნდი მეათე ჯგუფში ნორვეგიას, უელსს და კოსოვოს შეხვდება. მინი-ტურნირს ნორვეგია 6-12 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს. 19 წლამდე ნაკრებთა ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გაიმართება.