საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი - ვეცდებით, კვიპროსთან შეხვედრისთვის მომზადებულები ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი - ვეცდებით, კვიპროსთან შეხვედრისთვის მომზადებულები ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა, ამ გუნდების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლექსო ფეიქრიშვილმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა.

თბილისში გასამართ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვასილ მაისურაძის გუნდი 15 ნოემბერს კვიპროსს დაუპირისპირდება, 18 ნოემბერს – მოლდოვას, ხოლო 21-ში – ესპანეთის ნაკრებს. მატჩები „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარდება.

„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უკვე მეხუთე დღეა, რაც შევიკრიბეთ და პირველი თამაშისთვის ვემზადებით. გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ სტადიონზე მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ.

კვიპროსის ნაკრების თამაშები ვნახეთ და კარგი გუნდია. ვეცდებით, შეხვედრისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ“, – ამბობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი.

საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩების განრიგი:

15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი | მესხი 2 | 15:00

15 ნოემბერი | ესპანეთი V მოლდოვა | მესხი 1 | 17:00

18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა | მესხი 2 | 15:00

18 ნოემბერი | ესპანეთი V კვიპროსი | მესხი 1 | 17:00

21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი | მესხი 2 | 15:00

21 ნოემბერი | მოლდოვა V კვიპროსი | მესხი 1 | 15:00