საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს #1TVSPORT

7 და 9 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები თბილისში საბერძნეთის ნაკრებს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში უმასპინძლებს – მატჩები დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

ვასილ მაისურაძე 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის ამზადებს, რომელიც 12-18 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთის, გიბრალტარისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი“, ბელგია), მათე ღაღვიშვილი („დინამო თბილისი“), ალექსანდრე დადეშქელიანი („კოლხეთი“, ფოთი).

მცველები: ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999“), ანრი ჭითანავა („ტორპედო“, ქუთაისი), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი“, თბილისი), საბა მურვანიძე („იბერია 1999“), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი“), ლუკა კუპრავა („ტორპედო“, ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999“), ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი კობახიძე („დილა“, გორი), ლუკა წულაია („დინამო თბილისი“), რევაზ ნარმანია („იბერია 1999“), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ელისაშვილი („დინამო თბილისი“), რეზი დანელია („დინამო თბილისი“).

თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი („იბერია 1999“), ხალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი“), გიორგი ფერაძე („შტურმი“, სართიჭალა), ჯამალ კაიშვილი („მიუნხენ 1860“, გერმანია).