საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2025-ის ელიტრაუნდში ლიდერ მონტენეგროსთან 1:3 დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.

თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საწყის ტურებში ჩვენი გუნდი ჯერ პოლონეთთან 0:3 დამარცხდა, შემდეგ კი სლოვაკეთს 2:0 სძლია, რითიც ევროფინალში თამაშის თეორიული შანსი შეინარჩუნა.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-7 წუთზე საბა გეგუჩაძის გოლით დაწინაურდა. თუმცა 39-ე წუთზე მარკო პეროვიჩმა წონასწორობა აღადგინა. 58-ე წუთზე ანდრეი ცამაიმ მონტენეგრო წინ გაიყვანა, ხოლო 88-ე წუთზე ანდრეი კოსტიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში პოლონეთმა სლოვაკეთს 2:0 სძლია და 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი მონტენეგრო (7 ქულა) გავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.