საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 6-10 ივნისს მოლდოვაში 19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ მატჩს 6 ივნისს ნისპორენიში მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდის შემადგენლობაში ოთხი ლეგიონერია: მეკარე გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ-ჟილი“, ბელგია) და ნახევარმცველები — სანდრო ქუთათელაძე („ლილი“, საფრანგეთი), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი) და დანილ დუპლი („კასტეიონი“, ესპანეთი).

U19 | მატჩების განრიგი:

6 ივნისი — მოლდოვა U19 – საქართველო U19 | 20:30
8 ივნისი — მოლდოვა U20 – საქართველო U19 | 18:30
10 ივნისი — სომხეთი U19 – საქართველო U19 | 18:30

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ-ჟილი“, ბელგია), საბა ტარტარაშვილი („დინამო თბილისი“), ოთო დოღაძე („ლოკომოტივი თბილისი“).

მცველები: მათე შათირიშვილი, ნიკოლოზ გვაზავა, გიორგი ლომიძე, გიორგი გვასალია (ყველა — „დინამო თბილისი“), ალექსანდრე ამისულაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, საბა მურვანიძე, გიორგი გაბრიჩიძე (ყველა — „იბერია 1999“), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი თბილისი“).

ნახევარმცველები: ლუკა წულაია, ლაშა ხუციშვილი, რეზი დანელია (სამივე — „დინამო თბილისი“), დავით ზაქარეიშვილი, ნიკოლოზ შალიკიანი (ორივე — „იბერია 1999“), სანდრო ქუთათელაძე („ლილი“, საფრანგეთი), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი), დანილ დუპლი („კასტეიონი“, ესპანეთი), ნიკოლოზ ცარციძე („ლოკომოტივი თბილისი“).

თავდამსხმელები: საბა ნიორაძე, გიორგი ფერაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი (სამივე — „დინამო თბილისი“), დავით გოგილაშვილი („იბერია 1999“).

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 12-18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. მაისურაძის გუნდი ხორვატიაში სერბეთის, გიბრალტარისა და მასპინძელი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.