საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევრო 2025-ის ელიტრაუნდი წაგებით დაიწყო. ჩვენი გუნდი თბილისში პოლონეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.

პოლონელებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს. მასპინძლებს მიხალ გურგულმა გაუტანა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდის მცდელობა, თამაში შემოეტრიალებინა, უშედეგოდ დასრულდა. 50-ე წუთზე თავი მაკსიმილიან შნაუცნერმა გამოიჩინა, ოთხ წუთში კი სტუმრების უპირატესობა დანიელ მიკოლაიევსკიმ გაზარდა.

შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარემ, მათე საურმა ჟან ფაბერსკის შესრულებული პენალტი მოიგერია.

19-წლამდელთა ელიტრაუნდის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 მარტს სლოვაკეთთან „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩაატარებს, ხოლო პოლონეთი მონტენეგროს შეხვდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.