საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის მატჩებისთვის ემზადება - ლაშა ფირცხალაიშვილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
გუნდმა ელიტრაუნდის საგზური შვედეთში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა, სადაც მასპინძელი შვედეთის დამარცხებისა და ესტონეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ ჯგუფიდან გასვლა 4 ქულით შეძლო.
თბილისში გასამართი ელიტრაუნდის მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: მათე საური („რიუ ავე“, პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი).
მცველები: გიორგი მეფარიშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ნიკოლაიშვილი („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო“ ქუთაისი), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“), რატი გრიგალავა („კოლხეთი 1913“).
ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე („იბერია 1999“), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („დინამო თბილისი“), ლუკა წულაია („დინამო თბილისი“), ლუკა ბუბუტეიშვილი („დინამო თბილისი“), საბა გეგუჩაძე („იბერია 1999“), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („დინამო“ კიევი, უკრაინა), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: ვახტანგ სალია („დინამო თბილისი“), საბა სამუშია („რიუ ავე“, პორტუგალია), თემურ ოდიკაძე („დინამო თბილისი“), ლევან ნაჭყებია („დინამო თბილისი“).
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯებული ითამაშებს.
ელიტრაუნდის სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თამაშების განრიგი:
19 მარტი, მიხეილ მესხი 2
19:00 | საქართველო – პოლონეთი
22 მარტი, მიხეილ მესხი 2
19:00 | საქართველო – სლოვაკეთი
25 მარტი, მიხეილ მესხი 2
19:00 | საქართველო – მონტენეგრო