საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში საბერძნეთის 19-წლამდელ ასაკობრივ ნაკრებთან ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე ფრედ დაასრულა.

ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ბერძნებს ორივეჯერ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დაუპირისპირდა – ორივე მატჩი 0:0 დასრულდა. პირველ შეხვედრაში საქართელოს ნაკრები 88-ე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან არბიტრმა დავით გოგოლაშვილი გააძევა.

გუნდი უახლოეს ამხანაგურ მატჩებს 10 და 12 ოქტომბერს სარაევოში ბოსნიელ თანატოლებთან გამართავს. ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო რაუნდში კი გუნდი ნოემბერში ხორვატიას (12 ნოემბერი), სერბეთს (15 ნოემბერი) და გიბრალტარს (18 ნოემბერი) დაუპირისპირდება.