საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი მეორე ადგილზე დაასრულა - მაისურაძის გუნდი ელიტრაუნდში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი მეორე ადგილზე დაასრულა - მაისურაძის გუნდი ელიტრაუნდში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში ესპანეთს უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

გუნდებს ელიტრაუნდის საგზური განაღდებული ჰქონდათ. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში კი უნდა გარკვეულიყო, რომელი ნაკრები დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს. ბოლო შეხვედრაში ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა შეცვალა და იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომლებსაც წინა მატჩებში არ უთამაშიათ.

ესპანელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, საქართველოს ნაკრები კი კონტრშეტევებზე თამაშობდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

53-ე წუთზე ანგარიში „ბარსელონას“ შემტევმა, დანი როდრიგესმა გახსნა. ოთხ წუთში მეკარის შეცდომით იარეკ გასიოროვსკიმ ისარგებლა, ხოლო 75-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სამამდე მიგელ კარვალიომ გაზარდა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე იანის შენჰადიმ დააფიქსირა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებს, პირველ ადგილზე კი უდანაკარგოდ (9 ქულა 3 მატჩში) ესპანეთი გავიდა.